თუ გადავხედავთ დასალუქი მოწყობილობების განვითარების ევოლუციის, ვნახავთ, რომ  იგი შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს:

 I ეტაპი:

ცვილი, ფისი, თიხა, “сургуч”.   დალუქვის ეს მეთოდი არასანდო აღმოჩნდა, რადგან ამ ლუქის გახსნა  თვალსაჩინო დაზიანების გარეშე საკმაოდ ადვილიამაგალითად ტემპერატურული მეთოდით (ცვილი, ფისი).

 II ეტაპი:

ლუქები- რბილი მასალისაგან, როგორიცაა ტყვია, რბილი პლასტიკი და პლასტერინი.

ეს ლუქებიც არასაიმედო აღმოჩნდა  მასალი სირბილის და შტამპის ადვილად დამზადების გამო.

გარდა ამისა ეს ლუქები არამდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ (ტემპერატურის ცვალებადობა, ნესტი, წვიმა, მზის პირდაპირი სხივები), ხოლო ტყვია ეკოლოგიურად მავნეა.

III ეტაპი:

თანამედროვე, ერთჯერადი, ნომრიანი ლუქები. ამ ლუქების მახასიათებლების გაცნობით ადვილად დარწმუნდებით ამ ლუქებისუპირატესობაში: 

 

* თითოეულ ლუქს გააჩნია ინდივიდუალური, ქარხნული

წესით დამზადებული განუმეორებელი ნომერი ანუ ლუქი ამ ნომრით მზადდება ერთ ეგზემპლიარად.

* ლუქის კონსტრუქციას გააჩნია სპეციალური კლიტე, რაც გამორიცხავს მის გახსნას შესამჩნევი დაზიანების გარეშე

* ლუქის მასალს გააჩნია სხვადასხვა შეფერილობა.

* ლუქის დაყენება ხდება ხელით, სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე, რაც აადვილებს ამ პროცესს და ამცირებს დროს.

* შესაძლებელია ლოგოს და სხვა დამატებითი ინფორმაციის  დატანა ლუქზე.

* მასალა, რომელიც გამოიყენება ლუქის დასამზადებლად  ეკოლოგიურად სუფთაა.

* გარეშე ფაქტორების მიმართ მაღალი მედეგობა (წვიმა,  ტენიანობა, ტემპერატურის ცვალებადობა, პირდაპირი მზის სხივები). მდგრადია აგრესიული გარემოს მიმართ.

*  ლუქები ფალსიფიცირება შეუძლებელია, დამზადების რთული   ტექნოლოგიის გამო.

ამგვარად ჩვენს მიერ თქვენთვის შემოთავაზებული III თაობის ლუქები საშუალებას იძლევა საიმედოდ შევზღუდოთ შეღწევა დასაცავ ობიექტში და დროულად აღმოვაჩინოთ გახსნის ფაქტი.